Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტ სალომე კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2026 წლის 29 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 318-ე აუდიტორიაში შედგება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის — „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ — დოქტორანტ სალომე კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

ნაშრომის თემა: „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადი განვითარების სივრცითი ასპექტები ქალაქ ბათუმის მაგალითზე“

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვალერიან მელიქიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი.